საქართველოში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
აღნიშნული მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 411 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1 132-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 848 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 269.