საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 2392 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა 1369-ს შეადგენს. ვებგვერდის მონაცემებით, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი არ შეცვლილა.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 882 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 390 ადამიანი გადის.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
13 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 152 შემთხვევა დაფიქსირდა.