საქართველოში კორონავირუსის 15 315 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 10 894 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 15 315 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 10 894 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 15 315 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 10 894 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 55 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 50 058 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 31 794, „პისიარ“ ტესტით – 18 264.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 30,59%, ბოლო 14 დღის – 32,02%, ბოლო შვიდი დღის – 31,51%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 496 156 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 300 062 გამოჯანმრთელდა, 15 683 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 783 856 აცრა, დღიურად აცრილია 3 560.

კარანტინის რეჟიმშია 10, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 974 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 261 პირი.

ამასთან, 15 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 19 049 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 18 409 პაციენტი, გარდაიცვალა 51.