საქართველოში კორონავირუსის 147 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 193 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 147 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 193 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 147 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 193 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 15 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 7 823 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 3 613, „პისიარ“-ტესტით – 4210

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,88%, ბოლო 14 დღის – 1,54%, ბოლო 7 დღის – 1,67%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 272 998 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 266 886 გამოჯანმრთელდა, 3 591 კი, გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 257, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 421 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 125 პირი.

ამასთან, 7 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 234 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 349 პაციენტი.