საქართველოში კორონავირუსის 13 150 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 8 503 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 13 150 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 8 503 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 35 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 45 623 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 27 148, „პისიარ“-ტესტით – 18 475.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 28,82%, ბოლო 14 დღის – 20,75%, ბოლო 7 დღის – 23,8%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 175 923 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 009 778 გამოჯანმრთელდა, 14 980 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 712 889 აცრა, დღიურად აცრილია 1 665.
კარანტინის რეჟიმშია 38, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 433 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 2 000 პირი.
ამასთან, 30 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 17 265 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 947 პაციენტი, გარდაიცვალა 34.