საქართველოში კორონავირუსის 11 235 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 17 130 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 11 235 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 17 130 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 11 235 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 17 130 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 34 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 33 905 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 924, „პისიარ“-ტესტით – 12 981.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 33,14%, ბოლო 14 დღის – 27,37%, ბოლო 7 დღის – 30,99%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 325 838 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 106 221 გამოჯანმრთელდა, 15 246 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 751 192 აცრა, დღიურად აცრილია 722.

კარანტინის რეჟიმშია 42, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 947 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 926 პირი.

ამასთან, 6 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 19 098 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 17 531 პაციენტი გარდაიცვალა 38.