საქართველოში კორონავირუსის 1 997 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 232 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 1 997 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 232 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 52 პაციენტი.
ამასთან, stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 32 071 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 17 485, „პისიარ“ ტესტით – 14 586.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,23%, ბოლო 14 დღის – 7,27%, ბოლო შვიდი დღის – 7,02%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 593 763 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 558 042 გამოჯანმრთელდა, 8 498 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 1 629 582 აცრა, დღიურად აცრილია 19 273.
კარანტინის რეჟიმშია 39, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 492 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 241 პირი.
ამასთან, 17 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 2 039 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 192 პაციენტი, გარდაიცვალა 56 ადამიანი.