საქართველოში კორონავირუსის 1 716 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 551 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 1 716 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 551 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 716 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 551 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 16 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 19 857 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 17 226, „პისიარ“ ტესტით – 2 631.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,64%, ბოლო 14 დღის – 13,98%, ბოლო შვიდი დღის – 10,7%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 637 691 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 590 380 გამოჯანმრთელდა, 16 585 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 834 936 აცრა, დღიურად აცრილია 1 613.

ამასთან, 14 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 466 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 944 პაციენტი, გარდაიცვალა 15.