საქართველოში კორონავირუსის 1 053 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 067 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 1 053 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 067 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა შვიდი პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 21 614 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 19 284, „პისიარ“ ტესტით – 2 330.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,87%, ბოლო 14 დღის – 7,19%, ბოლო შვიდი დღის – 4,78%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 643 295 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 601 578 გამოჯანმრთელდა, 16 678 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 844 372 აცრა, დღიურად აცრილია 1 661.
ამასთან, 21 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 368 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 225 პაციენტი, გარდაიცვალა რვა.