საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 09:21 საათზე მიწისძვრის სიმძლავრემ 3 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი ლაგოდეხიდან 12 კილომეტრში, სოფელ რაჭისუბანში იყო.
შეგახსენებთ, თბილისის დროით 08:00 საათზე 4,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი მცხეთასთან, სოფელ ლელუბანთან 2 კილომეტრში დაფიქსირდა.