საქართველოში კორონავირუსით 27-ე პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით 27-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 27-ე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამასთან, დღეს საქართველოში კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აღნიშნული მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 4 664 შემთხვევაა დადასტურებული.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა 1 759-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 584 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –836. „კოვიდ“-სასტუმროში კი 781 პირი მკურნალობს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.