საქართველოში ისრაელის საელჩო - მადლობას ვუხდით სუს-ს პროფესიონალური და მტკიცე ძალისხმევისთვის, რათა უზრუნველეყოთ ჩვენი მოქალაქის უსაფრთხოება
საქართველოში ისრაელის საელჩო - მადლობას ვუხდით სუს-ს პროფესიონალური და მტკიცე ძალისხმევისთვის, რათა უზრუნველეყოთ ჩვენი მოქალაქის უსაფრთხოება

საქართველოში ისრაელის საელჩო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მადლობას უხდის ისრაელის მოქალაქის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. ამის შესახებ საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული.

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დღევანდელ განცხადებაში აღნიშნულ პრევენციულ ღონისძიებასთან დაკავშირებით, რომელთა შედეგად აღკვეთილ იქნა ისრაელის მოქალაქეზე თავდასხმა, ისრაელის საელჩოს სურს, მადლობა გადაუხადოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მათი პროფესიონალური და მტკიცე ძალისხმევისთვის, რათა უზრუნველეყოთ ისრაელის მოქალაქის უსაფრთხოება.

ჩვენ მოწმენი ვართ, როგორ აგრძელებს ირანი თავის მავნე, დამღუპველ საქმიანობას და ტერორისტული თავდასხმების მცდელობებს არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში, არამედ მთელს მსოფლიოში, ახლა უკვე საქართველოშიც.

ჩვენ გულითადად ვაფასებთ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან და გადამწყვეტ მოქმედებებს“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ უწყების კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გამოვლენილ და აღკვეთილ იქნა დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ საქართველოში დაგეგმილი ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობა. მათივე ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებული არიან პაკისტანისა და ირან-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები.