საქართველოში იაპონიის საელჩო - იაპონია ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფო საზღვრების შეცვლის ნებისმიერ მცდელობას
იაპონია ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფო საზღვრების შეცვლის ნებისმიერ მცდელობას, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში იაპონიის საელჩოს განცხადებაში ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
„იაპონიის თანმიმდევრული პოზიციაა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთის საკითხის გადაწყვეტა მოხდეს მშვიდობიანი გზით, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების სრული დაცვით და საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული სახელმწიფო საზღვრების პატივისცემით, რაც უმნიშვნელოვანესია საქართველოსა და სრულიად სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობისათვის.
აღნიშნულ პოზიციაზე 17-18 აპრილს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ განხორციელებული ნებისმიერი აქტივობა არანაირ გავლენას არ მოახდენს. იაპონია ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფო საზღვრების შეცვლის ნებისმიერ მცდელობას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ საოკუპაციო ძალებმა უკანონო ბორდერიზაცია განახორციელეს.