საქართველოში იაპონიის ელჩი - ოლიმპიელებო, ჩვენ შემოგთავაზებთ ყველანაირ პირობას, რომ მაქსიმალურად წარმოაჩინოთ თქვენი თავი და აჩვენოთ საუკეთესო შედეგები
ძვირფასო ოლიმპიელებო, ჩვენ შემოგთავაზებთ ყველანაირ პირობას, რომ მაქსიმალურად წარმოაჩინოთ თქვენი თავი და დადოთ საუკეთესო შედეგები, – ამის შესახებ საქართველოში იაპონიის ელჩმა, იმამურა აკირამ საქართველოს ოლიმპიური და პარალიმპიური დელეგაციების ფიცის დადებისა და ტოკიოს ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებზე გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ელმჩა აღნიშნა, იაპონია გამოიყენებს საერთაშორისო გამოცდილებას დიდი ტურნირების ჩატარებისას, მათ შორის როგორც იაპონიაში, ასევე სხვადასხვა ქვეყნებში.
„ქალბატონებო და ბატონებო, იაპონელი ხალხის სახელით მინდა მოგესალმოთ ტოკიოს 2020 ოლიმპიადაზე და პარაოლიმპიურ თამაშებზე და გისურვოთ წარმატება. ტოკიო 2020-ის სლოგანი იქნება „გაერთიანებული ემოციით“. ჩვენ, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში ვხედავთ, რომ არის ძალიან ბევრი პრობლემა, საზოგადოება არის გახლეჩილი და გვინდა ვაჩვენოთ, რომ სპორტით და ემოციით შეგვიძლია, გავაერთიანოთ მთლიანი საზოგადოება და მივცეთ მაგალითი, ინსპირაცია მომავალ თაობებს ჩვენი წარმატებებით. ეს იქნება გაერთიანება განსხვავებულობის ნიშნით. ჩვენ გვაქვს განსხვავებული შეხედულებები, განსხვავებული რელიგია, წარმომავლობა, ორიენტაცია, პოლიტიკური გემოვნება და ა.შ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ შეგვიძლია გავერთიანდეთ და მივიღოთ ერთმანეთი.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისად იაპონია გამოიყენებს საერთაშორისო გამოცდილებას დიდი ტურნირების ჩატარებისას, მათ შორის როგორც იაპონიაში, ასევე სხვადასხვა ქვეყნებში და ამ გამოცდილების წყალობით ჩვენ შევძლებთ, რომ სრულიად უსაფრთხოდ ჩავატაროთ ოლიმპიადა.
ეს ოლიმპიადა არის შესაძლებლობა იაპონიისთვის, რომ აჩვენოს მსოფლიოს როგორ შეიძლება პრობლემების გადალახვა. ზუსტად 10 წლის წინ, მიწისძვრამ, რომელმაც შეიწირა 20 000 ადამიანის სიცოცხლე, დღეს ის ქალაქი სრულად რეაბილიტირებული და აღდგენილია.
ჩვენ მადლობას ვუხდით ქართველ ხალხს ამ პერიოდში გამოხატული დახმარებისთვის და როგორც სიმბოლო, ოლიმპიური ჩირაღდანი გავიდა ფუკუშიმადან, რომელიც ძალიან ახლოს არის ტოკიოში, მოიარა მსოფლიო და ახლა დაბრუნდება იაპონიაში, ტოკიოში“, – განაცხადა ელჩმა.
მისივე თქმით, ქართველ სპორტსმენებს მოემსახურებიან ავტომობილები, რომლებიც მუშაობენ ჰიდროგენზე და აგრეთვე მედლები, რომლებსაც ისინი აიღებენ, დამზადებული არის ძველი, გამოყენებული ტელეფონებისგან ამოღებული სხვადასხვა მეტალით.
„სამი ქალაქი არის იაპონიაში შერჩეული, როგორც საქართველოს პარტნიორი ქალაქები და ქართველი პარაოლიმპიელები ტოკუშიმაში დაიწყებენ წვრთნებსა და მომზადებას.
ტოკიო 2020-ის ერთ-ერთი მთავარი მემკვიდრეობა იქნება ხალხთაშორის ურთიერთობის გაძლიერება და ჩემი სურვილია, რომ ეს მიმართულება კიდევ უფრო გაძლიერდეს ტოკიო 2020-ის შემდგომ.
ძვირფასო ოლიმპიელებო, ჩვენ შემოგთავაზებთ ყველანაირ პირობას, რომ მაქსიმალურად წარმოაჩინოთ თქვენი თავი და დადოთ საუკეთესო შედეგები. გარდა ამისა, ჩვენ აგრეთვე გაგიმასპინძლდებით იაპონური სამზარეულოთი, რათა უფრო მეტად ეზიაროთ იაპონურ კულტურას.
ძალიან ბევრ მსოფლიო ჩემპიონს ვხედავ აქ და ეს ადამიანები წავლენ იაპონიაში, მათ შორის ჩვენს სპორტსმენებთან შესაჭიდებლად და იმედს გამოვთქვამ, რომ დაბრუნდებით ძალიან, ძალიან ბევრი მედლით. მე ტელევიზიით მივადევნებ თვალყურს ოლიმპიადას და თბილისიდან დაგიჭერთ მხარს“, – განაცხადა ელჩმა.