სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოს ტერიტორიაზე 21-22 ივლისს შედარებით აგრილდება
21 ივლისამდე აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება. მაქსიმალური ტემპერატურა ბარში 35, 40 გრადუსი, ქვეყნის მთიან რაიონებში კი 33, 38 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21-22 ივლისს საქართველოს ტერიტორიაზე შედარებით აგრილდება, დროგამოშვებით იწვიმებს, ზოგან ძლიერად, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე და მშრალ ხევებში წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყერულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.