საქართველოში გლოვის დღესთან დაკავშირებით შეიცვალა პირველი არხის 10 აპრილის საეთერო ბადე
საქართველოში გლოვის დღესთან დაკავშირებით შეიცვალა პირველი არხის 10 აპრილის საეთერო ბადე.
დღეს საღამოს ეთერში არ გავა იუმორისტული თოქშოუ „კაცები“ და მეგაშოუ „ვოისი“, მაყურებელი გადაცემებს მომავალ შაბათს, ტრადიციულ დროს იხილავს ეთერში.
შეგახსენებთ, რომ 10 აპრილი გლოვის დღედ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ტრაგიკულად დაღუპული საქართველოს მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად გამოცხადდა.