საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა რუსთაველზე გვირგვინით შეამკო 9 აპრილის მემორიალი.
როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ელჩმა პატივი მიაგო ყველას, ვინც თავისუფლებისადმი სწრაფვითა და სიმამაცით ქვეყანას დამოუკიდებლობისაკენ მიმავალი გზა გაუკვალა.
„დღეს ვიხსენებთ 1989 წლის 9 აპრილს თბილისში მშვიდობიანი საპროტესტო აქციის სისხლიან დარბევას. გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა რუსთაველზე გვირგვინით შეამკო 9 აპრილის მემორიალი და პატივი მიაგო ყველას, ვინც თავისუფლებისადმი სწრაფვითა და სიმამაცით ქვეყანას დამოუკიდებლობისაკენ მიმავალი გზა გაუკვალა“, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.