საქართველოში გერმანიის ელჩის თანამდებობაზე ჰუბერტ ქნირშს პეტერ ფიშერი შეცვლის
საქართველოში გერმანიის ელჩის თანამდებობაზე ჰუბერტ ქნირშს პეტერ ფიშერი შეცვლის.
ამის შესახებ თავად პეტერ ფიშერი წერს.
„რამდენიმე პირადი სიახლე: აგვისტოს ბოლოს მე და მარია გავემგზავრებით თბილისში, სადაც პატივი მექნება, ვიმსახურო საქართველოში გერმანიის ელჩად. თვალი მიადევნეთ ამ სივრცეს“, – წერს პეტერ ფიშერი „ტვიტერის“ გვერდზე.
2018 წლის ივლისიდან პეტერ ფიშერი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გერმანიის ელჩი იყო. ის კარიერული დიპლომატია, რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში 1986 წლიდან მუშაობს.
ჰუბერტ ქნირში საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის თანამდებობაზე 2018 წელს დაინიშნა.