საქართველოში გერმანიის ელჩი - სიამოვნებით გავითვალისწინებ პრემიერ-მინისტრის მოწოდებას და ხანგრძლივ შვებულებას საქართველოში გავატარებ
სიამოვნებით გავითვალისწინებ პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მოწოდებას და ხანგრძლივ შვებულებას გავატარებ საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა ლოპოტას ტბაზე განაცხადა, სადაც საქართველოს პრემიერმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გამართა.
„სიამოვნებით გავითვალისწინებ პრემიერ-მინისტრის მოწოდებას და ხანგრძლივ შვებულებას გავატარებ საქართველოში და უფრო მეტად აღმოვაჩენ ქვეყანას. ჩემს ოჯახთან ერთად ყოველ უქმეებზე დავდიოდით საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. მინდა მივულოცო ქართველ ხალხს ამ კრიზისის ასე მტკიცედ შეწინააღმდეგებისთვის, გასული კვირებისა და თვეების განმავლობაში, ეს აჩვენებს, თუ როგორი ხალხი ხართ“, – განაცხადა საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა.
საქართველოს პერმიერმა, გიორგი გახარიამ მხარდაჭერისა და დახმარებისთვის საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს მადლობა გადაუხადა.