საქართველოში გერმანიის ელჩი - დარწმუნებული ვარ, ყველა პოლიტიკური ძალა აღიარებს არჩევნების შედეგს და საქართველო ევროპულ გზაზე სვლას გააგრძელებს
საქართველოში გერმანიის ელჩი, ჰუბერტ ქნირში სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
როგორც გერმანიის დიპლომატიური მისიის განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოში დაძაბული საარჩევნო ბრძოლის შემდეგ დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა.
„ვულოცავთ მომავალ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს! დარწმუნებული ვარ, რომ ყველა პოლიტიკური ძალა აღიარებს არჩევნების შედეგს და საქართველო გააგრძელებს თავის ევროპულ გზაზე სვლას“,- აღნიშნულია ჰუბერტ ქნირშის მილოცვაში.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა. მან ამომრჩეველთა ხმების 59, 52 პროცენტი მიიღო, რაც რაოდენობრივად 1 147 627 ხმაა.