საქართველოში გაერო-ს წარმომადგენლობა - ნინო სუხიშვილისთვის კეთილი ნების ელჩის უფლებამოსილება არ შეგვიჩერებია
საქართველოში გაერო-ს წარმომადგენლობა - ნინო სუხიშვილისთვის კეთილი ნების ელჩის უფლებამოსილება არ შეგვიჩერებია

საქართველოში გაერო-ს წარმომადგენლობას ნინო სუხიშვილისთვის მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის საკითხებში გაერო-ს კეთილი ნების ელჩის უფლებამოსილება არ შეუჩერებია, როგორც ეს ზოგიერთ მედიაში გავრცელდა, – ამ ინფორმაციას საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა ავრცელებს.

„თითოეული კეთილი ნების ელჩისგან გაერო მოელის 2030 დღის წესრიგისა და მასში გაჟღერებული მთავარი მიზნის „არავინ ყურადღების მიღმა” განუხრელ დაცვას.

გაერო-ს წარმომადგენლობა გამოხატავს მადლიერებას ქალბატონი ნინო სუხიშვილისა და კიდევ ორი კეთილი ნების ელჩის მიმართ მათ მიერ გაწეული დახმარებისთვის. 2017 წლიდან მათი საქმიანობა ამ პოზიციაზე ემსახურება ქვეყანაში მდგრადი განვითარების 17 მიზნის ხელშეწყობას.

თვალსაჩინო ქართველი მოღვაწეები ასრულებენ კეთილი ნების ელჩის მოვალეობას ნებაყოფლობით. ეს საპატიო წოდება ენიჭება დროებით და ელჩები ექვემდებარებიან როტაციას“, – აღნიშნულია გაერო-ს წარმომადგენლობის განცხადებაში.