საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა 15.4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 145.8 მლნ აშშ დოლარი (400.4 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 11.8 პროცენტით (15.4 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2018 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.9 პროცენტი იმ 18 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობამ მაისში ერთ მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 18 ქვეყანაზე გასული წლის მაისში მთელი ფულადი გზავნილების 93.9 პროცენტი მოდიოდა.
ყველაზე მეტი გზავნილი კვლავ რუსეთიდან განხორციელდა – 34.80 მლნ აშშ დოლარი, მეორე ადგილს იტალია იკავებს – 20.31 მლნ აშშ დოლარი, მესამე ადგილზე საბერძნეთია – 16.64 მლნ აშშ დოლარით, მეოთხე ადგილს აშშ იკავებს – 16.96 მლნ აშშ დოლარით, მეხუთე ადგილზე კი ისრაელია – 13.74 მლნ აშშ დოლარით.
2019 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 20.5 მლნ აშშ დოლარი (56.2 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2018 წლის მაისის (19.7 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.9 პროცენტით მეტია.