საქართველოში ფრენები შესაძლოა, Ryanair-მა, Air Europa-მ, SAS-მა, Norwegian-მა და Eurowings-მა დაიწყონ
საქართველოში ფრენები შესაძლოა, ავიაკომპანიებმა Ryanair-მა, Air Europa-მ, SAS-მა, Norwegian-მა და Eurowings-მა დაიწყონ.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი ქობულიამ ტურისტული სტატისტიკის წარდგენისას სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და შესაბამისი პრეზენტაციაც წარადგინა.
მიზნობრივ მიმართულებებს შორის ნორვეგია, ფინეთი, შვედეთი, მოლდოვა, ესპანეთი და სხვა ქვეყნები სახელდება.
2020-2025 წლებისთვის პოტენციურ მიმართულებად კი ინდოეთი, ჩინეთი, შვეიცარია, აშშ და ირლანდია დასახელდნენ, პოტენციურ ავიაკომპანიებს შორის კი Delta, Air India, Indigo, Easyjet, Swiss და სხვა.