საქართველოში ევროპული სტანდარტების პენიტენციური დაწესებულება შენდება
ლაითურის პენიტენციური დაწესებულება იქნება პირველი საპატიმრო საქართველოში, რომელიც თავისი ინფრასტრუქტურული შესაძლებლობებით რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიზანს სრულყოფილად მოემსახურება, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 10-წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.
რატი ბრეგაძის თქმით, საპატიმრო სრულად პასუხობს როგორც ევროპულ სტანდარტებს, ასევე წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის რეკომენდაციებს.
„700-მდე მსჯავრდებულზე გათვლილი პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 2022 წელს დასრულდება“, – განაცხადა რატი ბრეგვაძემ.