საქართველოში ევროკავშირის ელჩი - მხარეების ხელშია, უზრუნველყონ, რომ ახალი სახალხო დამცველი დამოუკიდებელი ფიგურა იყოს
ევროკავშირის მხრიდან საქართველოს სრული მხარდაჭერა აქვს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
„ევროკავშირი იყო საქართველოში ჩვენი ერთ-ერთი მისიით. ერთი კვირის წინ, ჩვენმა სამოქალაქო ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ 14 წლის იუბილე აღნიშნა. ჩვენ აქ ვიმყოფებით და მხარს ვუჭერთ სტაბილურობას 14 წლის განმავლობაში.
ევროკავშირი ასევე აქტიურად იღებს მონაწილეობას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში. ჩვენ თანათავმჯდომარეობას ვუწევთ ამ დისკუსიებს. ასევე ვმუშაობთ საქართველოსთან ორმხრივად, რათა გავაძლიეროთ საქართველოს გამძლეობა, როდესაც საუბარია სხვადასხვა გამოწვევებზე. ასე რომ, ევროკავშირის მხრიდან საქართველოს სრული მხარდაჭერა აქვს“,- განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.
ჟურნალისტებმა ელჩს ჰკითხეს, სახალხო დამცველის არჩევის საკითხი არის თუ არა 12 რეკომენდაციის შემადგენელი ნაწილი, რაზეც პაველ ჰერჩინსკიმ უპასუხა, რომ ეს პროცესი ევროკავშირის 12 რეკომენდაციის ნაწილია.
„დიახ, ეს არის 12-რეკომენდაციის ნაწილი და ვიცი, რომ პროცესი მიმდინარეობს. გუშინ ჩვენ გვქონდა შეხვედრა, რომელიც ორგანიზებული იყო საქართველოს პარლამენტის სპიკერის მიერ და ჩვენ მოგვაწოდეს უახლესი ინფორმაცია. პროცესი გრძელდება და ეს ქართული მხარეების ხელშია, რათა უზრუნველყონ, რომ ახალი სახალხო დამცველი დამოუკიდებელი ფიგურა იქნება“,- განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.