საქართველოში ესპანელი რეჟისორი ალბერტ სერა იმყოფება
საქართველოში ესპანელი რეჟისორი ალბერტ სერა იმყოფება

თანამედროვე კინოს ერთ-ერთი გამორჩეული რეჟისორი ალბერტ სერა საქართველოშია. ესპანელმა რეჟისორმა თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის, კინოპროფესიონალებისა დს კინომოყვარულებისთვის პრესკონფერენცია გამართა.

შეხვედრის მიზანი იყო პროფესიული უნარებისა და შემოქმედებითი თვალსაწიერის გაფართოება

ალბერტ სერა თბილისს ახალი პროექტის „თანამედროვე კინოს დიდოსტატების“ ფარგლებში ეწვია.

პროექტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები და მასტერკლასები.

ალბერტ სერამ მსოფლიო პოპულარობა და აღიარება მოიპოვა ფილმებისთვის  „ჩემი გარდაცვალების ამბავი“, „ლუი მე14-ს გარდაცვალება“, „birdsong“.

რეჟისორის ნამუშევრები კანის, ლოკარნოსა და ვენეციის კინოფესტივალების არაერთი ჯილდოს მფლობელია.