საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო - მოვუწოდებთ მხარეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და იმოქმედონ კანონის ფარგლებში
საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო მხარეებს მოუწოდებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და იმოქმედონ კანონის ფარგლებში.
„თვალყურს ვადევნებთ თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენებს.
კარგად გვესმის დღევანდელ მოვლენებთან დაკავშირებით საზოგადოების გულისტკივილი.
მოვუწოდებთ მხარეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და იმოქმედონ კანონის ფარგლებში“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.