საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო - მივესალმებით პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში მიღწეულ პროგრესს
საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო შარლ მიშელის მიერ წარდგენილ ახალ დოკუმენტს აფასებს და პოლიტიკურ მხარეებს მოუწოდებს, შეთანხმებას ხელი მოაწერონ.
საელჩოში მღწეულ პროგრესს დადებითად აფასებენ.
„მივესალმებით პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში მიღწეულ პროგრესს, მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელთაც ჯერ არ მოუწერიათ ხელი შეთანხმებისთვის, გამოიჩინონ გამბედაობა და გააკეთონ ეს საქართველოს მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით და ქვეყნის ევროატლანტიკური პროგრესის გაგრძელებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.