საქართველოში დღის განმავლობაში მესამე მიწისძვრა მოხდა. ბიძგები 17:38 საათზე დაფიქსირდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 24 კილომეტრში, სოფელ სამებასთან იყო.
მიწისძვრის სიძლიერემ 3.3 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.
მიწისქვეშა ბიძგები დმანისში დღეს 10:26 საათზე და 14:03 საათზეც დაფიქსირდა.