საქართველოს მთელს ტერიტორიაზე დღეს ძლიერი ქარია, – ამის შესახებ 1Tv.ge-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა.
მისი თქმით, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონსა და თბილისში ქარის სიჩქარე 20-25 მეტრ წამს მიაღწევს, ხოლო დასავლეთ საქართველოში ქარის სიჩქარე 20 მეტრი წამში იქნება.
რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, დასავლეთ საქართველოს დაბლობში მოსალოდნელია 15-20 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 17-22 გრადუსს მიაღწევს. თბილისში დღეს 19-21 გრადუსი დაფიქსირდება, იქნება ძლიერი ქარი და დღე უნალექოდ ჩაივლის.
სვეტლანა ნიორაძის ინფორმაციით, საღამოსკენ ქარი შესუსტდება და ხვალ აღარ იქნება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოს მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვა.
6 ოქტომბრიდან დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 2-3 გრადუსით მოიმატებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 1-2 გრადუსით დაიკლებს.
8 ოქტომბრიდან ამინდი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე გაუმჯობესდება.