საქართველოში დღეს დადასტურებული „კოვიდ 19“-ის შემთხვევებიდან ერთი ბოლნისში დაფიქსირდა
დღეს დადასტურებული „კოვიდ 19“-ის შემთხვევებიდან ერთი ბოლნისში დაფიქსირდა. ინფექცია საკარანტინო სივრცეში მყოფ ადამიანს დაუდასტურდა, რომელიც ქვემო ბოლნისში დაფიქსირებული შემთხვევის კონტაქტია.
ამჯერად, ბოლნისში კორონავირუსის 186 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან, 114 გამოჯანმრთელდა, ოთხი კი გარდაიცვალა.
ხვალიდან ბოლნისის ჩაკეტილ სოფელ გეტაში თერმოსკრინინგი და „პისიარ“ ტესტირება იწყება, რაც ერთგვარად გეტას გასახსნელად დაწყებული მოსამზადებელი სამუშაოებია.
სოფელი გეტა სავარაუდოდ 14 ივნისს გაიხსნება.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 818 შემთხვევაა დადასტურებული.