დღეს, დღის მეორე ნახევრიდან 26 მაისის დღის ბოლომდე საქართველოში, კახეთის რეგიონში კი 27 მაისის დღის მეორე ნახევრამდე, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში და დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში იქნება ზოგან ძლიერი წვიმა, ასევე შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.