საქართველოში დაწესებული შეზღუდვების მოხსნის ეტაპები [გრაფიკა]
საქართველოში დაწესებული შეზღუდვების მოხსნის ეტაპები [გრაფიკა]

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ეკონომიკურ საქმიანობაზე შეზღუდვები მოიხსნება ეტაპობრივად, გადაწყვეტილება მიიღება ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე.

ეტაპებს შორის შუალედი, საშუალოდ, ორი კვირა იქნება.

პირველი ეტაპი

27 აპრილიდან დაშვებული იქნება მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება, ტაქსების ოპერირება, ონლაინ ვაჭრობა სრულად – საბითუმო და საცალო, მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა.

მეორე ეტაპი

ორი კვირის შემდეგ, აღდგება მშენებლობა, სამშენებლო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა, სამშენებლო მასალების წარმოება, ავტოსამრეცხაოები და ავტოსერვისები სრულად, კომპიუტერებისა და პირადი საყოფაცხოვრებო საქონლის რემონტი, ასევე სარეკრეაციო ზონების მუშაობა.

მესამე ეტაპი

შემდგომ ეტაპზე გაიხსნება საცალო და საბითუმო მაღაზიები, გარდა მოლებისა, რომლებსაც აქვთ დამოუკიდებელი შესასვლელი ქუჩიდან. ასევე, ყველა ტიპის ღია ბაზრობა, ყველა ტიპის წარმოება და საგამომცემლო საქმიანობა.

მეოთხე ეტაპი

გაიხსნება სავაჭრო მოლები, ღია ტიპის რესტორნები და კვების ობიექტები ადგილზე მომსახურებით. ყველა ტიპის საფინანსო მომსახურება, სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები.

მეხუთე ეტაპი

გაიხსნება დახურული ტიპის ბაზრები და ბაზრობები, ყველა ტიპის რესტორანი/კვების ობიექტი ადგილზე მომსახურებით.

მეექვსე ეტაპი

გაიხსნება გასართობი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი, შემოქმედებითი საქმიანობა; აზარტული და სხვა მომგებიანი სათამაშო ბიზნესი; სასტუმროები, საგანამათლებლო დაწესებულებები; ყველა სხვა საქმიანობა (არადისტანციურ რეჟიმში).

ამასთან, დაცული უნდა იყოს ეპიდემიოლოგების მიერ რეკომენდებული წესები.