საქართველოში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ამოქმედდება
პირველი იანვრიდან დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ამოქმედდება.
ახალი სააგენტო შრომისა და დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით იმ ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს შეასრულებს, რაც მანამდე სოციალური მომსახურების სააგენტოს ფუნქციებში შედიოდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სააგენტო შრომის ბაზარს მის მოთხოვნებზე მორგებულ უფრო მასშტაბურ გადამზადების პროგრამებს და ხარისხიან მომსახურებას შესთავაზებს. ახალი სააგენტო სამუშაოს მაძიებლებს მომავალი წლიდან უფრო მასშტაბურ გადამზადების პროგრამებს შესთავაზებს, რომელთა ვადიანობა სამ-ექვს თვეს მოიცავს. სააგენტო კერძო სექტორთან აქტიურ თანამშრომლობასაც გეგმავს.