საქართველოში დაბადებული ამერიკელი ხელოვანის დეივიდ დათუნას მიერ შესრულებული ვლადიმერ პუტინის პორტრეტი უცნობმა ბიზნესმენმა 400 ათას ევროდ შეიძინა
საქართველოში დაბადებული ამერიკელი ხელოვანის დეივიდ დათუნას მიერ შესრულებული ვლადიმერ პუტინის პორტრეტი უცნობმა ბიზნესმენმა 400 ათას ევროდ შეიძინა.
გავრცელებული ინფორმაციით, დეივიდ დათუნას რუსეთის პრეზიდენტის პორტრეტის დახატვა 2018 წელს პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის დროს სთხოვეს.
„ყოვლის მხედველი ვ“ („All-seeing V“) – ასე ჰქვია ამერიკელი ხელოვანის ნამუშევარს.
„რუსეთში ჩემი პირველი სტუმრობის ბოლოს მე მთხოვეს პუტინის პორტრეტის შექმნა ისეთი სტილით, როგორიც ავირჩიე. მისი ყოფნა ყველგან იგრძნობოდა. სწორედ ასე დავინახე მე ის – „ყოვლის მხედველი ვ“, – ამბობს დეივიდ დათუნა.
ეს დეივიდ დათუნას მიერ შესრულებული პუტინის პირველი პორტრეტი არ არის. 2011 წლის ოქტომბერში მან რუსეთის პრეზიდენტის გამოსახულებიანი ინსტალაცია მონა ლიზას მინიატურული ნახატებისგან შექმნა. დათუნას ეს ნამუშევარი მოსკოვის ხელოვნების გამოფენაზე 268 ათას დოლარად გაიყიდა.