საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით შვიდი პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით შვიდი პაციენტი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 343-ს შეადგენს.
დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 535 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 757 პაციენტი.
შეგახსენებთ, გუშინ, 12 თებერვალს კორონავირუსი 507 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 660 პაციენტი, 15 კი გარდაიცვალა.