საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 29 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 29 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 29 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.

დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 1 743 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 266 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 29 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 1 929 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 914 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 33 კი გარდაიცვალა.