საქართველოში ბიომეტრიული პასპორტების რაოდენობა ბოლო წლებში თითქმის გაორმაგდა
საქართველოში ბიომეტრიული პასპორტების რაოდენობა ბოლო წლებში თითქმის გაორმაგდა

საქართველოს მოქალაქის მოქმედი ბიომეტრიული პასპორტების რაოდენობა 2017-2018 წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამასთან, მკვეთრად შემცირდა არაბიომეტრიული ტიპის პასპორტების ოდენობა.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს აღნიშნულ მონაცემებს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია აქვეყნებს.

2018 წელს ბიომეტრიული პასპორტების რაოდენობამ 1 367 745 მიაღწია, რაც 2015 წელთან შედარებით (790 265) თითქმის გაორმაგებული მაჩვენებელია.

ამასთან, არაბიომეტრიული პასპორტების რაოდენობა 2015-2018 წლებში 827 762-დან 213 615-მდე შემცირდა.

საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობა მხოლოდ ბიომეტრიული ტიპის პასპორტით შეუძლიათ.