საქართველო 16-17 ნოემბერს ბელარუსის კულტურის დღეებს უმასპინძლებს. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის საელჩოა.
კულტურის დღეების საზეიმო გახსნის ცერემონია და გალა-კონცერტით, 16 ნოემბერს, 19:00 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში (რუსთაველის 17) გაიმართება და მასში მონაწილეობას, ბელარუსის სახელმწიფო აკადემიური ქორეოგრაფიული ანსამბლი “Xорошки”, სახელმწიფო ანსამბლი „Песняры”, დამსახურებული არტისტი ალენა ლანსკი, ოპერისა და ბალეტის დიდი ნაციონალურ- აკადემიური თეატრის დამსახურებული არტისტი ვლადიმერ გრომოვი და სიმღერების საერთაშორისო საბავშვო კონკურსის – „ევროვიზია 2017“ ნაციონალური შესარჩევი ტურის ფინალის გამარჯვებული ჰელენა მერააი მიიღებენ.
ამასთან, რუსთაველის თეატრის ფოიეში მოეწყობა ბელარუსის რესპუბლიკის ნაციონალური ისტორიული მუზეუმის გამოფენა.
კულტურის დღეების ფარგლებში, ორივე დღის განმავლობაში, კინოსახლში ნაჩვენები იქნება ბელარუსი რეჟისორების ფილმები. ქართველ მაყურებელს შესაძლებლობა ექნება, დაესწროს მხატვრული დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების ჩვენებას.
ბელარუსის კულტურის დღეების ფარგლებში დაგეგმილ ყველა ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.