საქართველოში ავსტრიის ელჩი - ვხედავ, მრავალი რუსი ცდილობს საქართველოში ჩამოსვლას, ვიცი, ეს დიდი გამოწვევაა და დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება შეძლებს გამკლავებას
საქართველოში ავსტრიის ელჩის, თომან მიულმანის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი რუსი ცდილობს საქართველოში ჩამოსვლას და ეს ქვეყნისთვის დიდი გამოწვევაა, ხელისუფლება შეძლებას ამასთან გამკლავებას.
ელჩის თქმით, აღნიშნულ თემაზე რეკომენდაციების გაცემა მისი საქმე არ არის.
„საქართველოს მთავრობისთვის რეკომენდაციების გაცემა ჩემი საქმე არ არის. ვხედავ, რომ მრავალი რუსი ცდილობს საქართველოში ჩამოსვლას. ვიცი, დიდი გამოწვევაა საქართველოსთვის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება შეძლებს ამასთან გამკლავებას“, – განაცხადა ელჩმა.
რუსეთის ფედერაციიდან შემოსული და საქართველოდან რუსეთში გასული მოქალაქეების რაოდენობასთან დაკავშირებით შსს-მ 27 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია.