საქართველოში აშშ-ის საელჩო ნათია მეზვრიშვილს შს მინისტრის მოადგილედ დანიშვნას ულოცავს
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ნათია მეზვრიშვილს შს მინისტრის მოადგილედ დანიშვნას ულოცავს.
“ვულოცავთ ნათია მეზვრიშვილს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ და შს სამინისტროს საპარლამენტო მდივნად დანიშვნას. ვამაყობთ, რომ ნათია ჩვენი პროგრამის მონაწილეა. მან ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში, აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით სამართლის მაგისტრის ხარისხი ცინცინატის უნივერსიტეტში მიიღო. ნათიას ახალ თანამდებობაზე წარმატებასა და მიღებული ცოდნის ქვეყნის სამსახურში ხალხის სასიკეთოდ გამოყენებას ვუსურვებთ”, – აღნიშნულია მილოცვაში.
ნათია მეზვრიშვილი შს მინისტრის მოადგილედ და საპარლამენტო მდივნად ცოტა ხნის წინ დაინიშნა.