საქართველოში აშშ-ის საელჩო და რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი ღონისძიებას - „ქალებს ყველაფერი შეუძლიათ!“ გამართავს
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მოწვევით საქართველოში NASCAR-ის ავტომრბოლელი ქალი ჯენიფერ ჯო კობი ჩამოდის, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ერთკვირიან კამპანიაში „ქალებს ყველაფერი შეუძლიათ“.
კამპანიის ფარგლებში 2 ივნისს, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გაიმართება სპეციალური ღონისძიება – „ქალებს ყველაფერი შეუძლიათ“ – NASCAR -ის ავტომრბოლელი ქალი ქალების გასაძლიერებლად. ღონისძიების მთავარი მოვლენა გახდება ქალთა ავტორბოლა – დრეგ-რეისინგი, რომელიც საქართველოს ქალთა ავტოსპორტის ფედერაციასთან ერთად ეწყობა.
სარბოლო ტრასაზე და ცენტრალურ ტრიბუნაზე გელით აქტივობის ზონები, ძლიერი ქალების ზონა (მასტერკლასები), გასართობი ზონა, ქალთა განათლება – წარმატების საწინდარი, ღონისძიების კულმინაცია – შოუ და რბოლა. ღონისძიების განრიგი ასეთია: 15:00 – საპატიო სტუმრების მისასალმებელი სიტყვა, 15:15 – შოუპროგრამა (დრიფტშოუ და მოტოშოუ), 15:30 – ქალების ავტორბოლა – DRAG Racing, 16:15 – დაჯილდოება და საზეიმო ფოიერვერკი.