საქართველოში აშშ-ის საელჩო თბილისში კენ ვოლკერის კლინიკის სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის გახსნის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოში აშშ-ის საელჩო თბილისში კენ ვოლკერის კლინიკის სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის გახსნის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოში აშშ-ის საელჩო თბილისში კენ ვოლკერის კლინიკის სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის გახსნის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საელჩოს ცნობით, დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად დაესწრო კენ ვოლკერის საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის გახსნას.

„კლინიკა საჯარო და კერძო სექტორის პარტნიორობით და ემორის უნივერსიტეტის ხელშეწყობით შეიქმნა, რომელიც USAID-ის პარტნიორია ფიზიკური რეაბილიტაციის პროგრამის განხორციელებაში. კერძო კომპანია Foresight (ფორსაიტმა) დაახლოებით $5 მილიონი დოლარი ჩადო მშენებლობაში და კლინიკის სარეაბილიტაციო აღჭურვილობის შეძენაში. სწავლება, კლინიკის შესაძლებლობების გაფაროთოება და რეაბილიტაციის სპეციალისტების უწყვეტი მეთვალყურეობა USAID-ის ფიზიკური რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. მიწა ახალი კლინიკისთვის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა გამოყო. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ინდივიდუალური ვაუჩერული დაფინანსება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყო“, – აცხადებენ აშშ-ის საელჩოში.

თბილისში კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკა დღეს გაიხსნა.