საქართველოში აშშ-ის საელჩო თამაზ გამყრელიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოში აშშ-ის საელჩო თამაზ გამყრელიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. სამძიმრის ტექსტი საელჩოს ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.
„დღეს პატივს მივაგებთ ლინგვისტისა და მეცნიერის, საქართველოს, რუსეთის, ავსტრიის, ბრიტანეთისა და აშშ-ის მეცნიერებათა აკადემიების წევრ თამაზ გამყრელიძის ხსოვნას.
მისი აკადემიური მიღწევების გარდა, აკადემიკოსი გამყრელიძე, ასევე, მისი სიტყვის გამო ახსოვთ, რომელიც 1989 წელს კრემლში წარმოთქვა და ყურადღება მიაპყრო მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად საბჭოთა არმიის მიერ ჩადენილ საზარელ ქმედებებს, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით ადამიანი კი დაშავდა“, – ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს სამძიმრის ტექსტში.
აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე 91 წლის ასაკში გუშინ გარდაიცვალა.