აშშ-ის საელჩო საქართველოში - მივესალმებით მამაც ჟურნალისტებს, ფოტოგრაფებსა და ოპერატორებს, რომლებიც გამოწვევებით სავსე პირობებში დაუღალავად შრომობენ
დღეს მივესალმებით მამაც ჟურნალისტებს, ფოტოგრაფებსა და ოპერატორებს, რომლებიც გამოწვევებით სავსე პირობებში, შეზღუდული რესურსებით დაუღალავად შრომობენ, რათა საზოგადოებას სწორი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდონ, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
საელჩოში განმარტავენ, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი კრიზისის საპასუხოდ საუკეთესო ინსტრუმენტი ინფორმაციაა და პროფესიონალი ჟურნალისტები დიდი რისკის ფასად მუშაობენ, რათა ჩვენ ეს ინფორმაცია მივიღოთ.
„დღეს მივესალმებით მამაც ჟურნალისტებს, ფოტოგრაფებსა და ოპერატორებს, რომლებიც გამოწვევებით სავსე პირობებში, შეზღუდული რესურსებით დაუღალავად შრომობენ, რათა საზოგადოებას სწორი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდონ. ამ კრიზისის საპასუხოდ საუკეთესო ინსტრუმენტი ინფორმაციაა და პროფესიონალი ჟურნალისტები დიდი რისკის ფასად მუშაობენ, რათა ჩვენ ეს ინფორმაცია მივიღოთ. ჩვენ მათი შრომის მადლიერი ვართ“,- აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.
საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფები რამდენიმე კვირაა, ჩაკეტილ რაიონებში მუშაობენ.