საქართველოში აშშ-ის საელჩო კელი დეგნანს ფიცის დადებას ულოცავს - „მოუთმენლად ველით საქართველოში მის ჩამოსვლას“
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში აშშ-ის ახალ ელჩს, კელი დეგნანს ფიცის დადებას ულოცავს.
„ვულოცავთ ელჩ კელი დეგნანს ფიცის დადებას! მოუთმენლად ველით საქართველოში მის ჩამოსვლას“, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს გვერდზე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.
საქართველოში აშშ-ის ახალმა ელჩმა, კელი დეგნანმა ფიცი დადო. ფიცის დადების ცერემონია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა. ცერემონიას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე დევიდ ჰეილი დაესწრო.
თეთრმა სახლმა საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანი სექტემბერში წარადგინა, სენატმა კი, დეკემბერში დაამტკიცა.