საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი
საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 იანვარს, დღის ბოლოდან 8 იანვრამდე საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

როგორც პირველ არხს სინოპტიკოსმა, ნაირა მანველიშვილიმა განუცხადა, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლოა, მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.

„6 იანვრის დღის ბოლოდან, 8 იანვრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, დროგამოშვებით ძლიერი ქარი, მაღალ მთაში ზოგან ქარბუქი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“,- განაცხადა მანველიშვილმა.