საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 115 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 22 გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 115 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 22 ადამიანი.
ამასთან, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5106 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 294.