საქართველოში ახალი კორონავიურსის 370 დადასტურებული შემთხვევიდან 90 თბილისის ინფექციური კლინიკის პაციენტია
საქართველოში ახალი კორონავიურსის 370 დადასტურებული შემთხვევიდან 90 თბილისის ინფექციური კლინიკის პაციენტია. ამის შესახებ კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისი თქმით, გუშინ დილის მონაცემებთან შედარებით, ქვეყანაში ახალი კორონავიურისთ ინფიცირებულთა რაოდენობა 34-ით გაიზარდა.
„გუშინ დილის მონაცემებით 336 დადასტურებული შემთხვევა გვყავდა, საღამოს დაემატა ოთხი და იყო – 340. დღეს დილით უკვე დამატებული გვაქვს 30, ანუ ჯამში 34 არის ახალი გუშინ დილასთან შედარებით და 370 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. 370 შემთხვევიდან ჩვენი ცენტრის არის 90 პაციენტი“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
ამასთან, მისი თქმით, გუშინ დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელების შემთხვევათა რაოდენობა ხუთით გაიზარდა.
„დღეს დილით არის 77 გამოჯანმრთელებული და აქედან 50 ჩვენი ცენტრის გამოჯანმრთელებული პაციენტია. ამ ეტაპზე, ამ მონაცემების შეჯერებით, თუ გამოჯანმრთელებულებს გამოვაკლებთ, „კოვიდის“ ცენტრებში 293 პაციენტი მკურნალობს“, – განაცხადა ეზუგბაიამ.