გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 დეკემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +17, +22, აღმოსავლეთ საქართველოში +11, +16 გრადუსამდე მოიმატებს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსის ფარგლებში იქნება.